სიახლეები

Factory Refurbished – მნიშვნელობა და განმარტება

Factory Refurbished - მნიშვნელობა და განმარტება 1

ტერმინი Factory Refurbished ნიშნავს ოფიციალური მწარმოებლის მიერ შემოწმებულ და თავიდან გაყიდვაში ჩაშვებულ პროდუქციას.

ხშირ შემთხვევაში კონკრეტული სერიის ან მოდელის პროდუქცია არ იყიდება კომპანიის მიერ გათვლილ პერიოდში. რის შედეგადაც ხდება მათი თავიდან გადამოწმება, ასევე შესაძლოა მოხდეს ხელთავიდან გადაფუთვა და შემდგომ გაყიდვაში ჩაშვება.

რატომ ხდება ნივთის გადამოწმება?

გარკვეული პერიოდი დასაწყობების შემდგომ, კომპანია იღებს ვალდებულებას გადაამოწმოს პროდუქცია და მისი ვარგისიანობა, რათა ის აკლაყოფილებდეს ყველა სტანდარტს, რაც ახალ პროდუქტს უნდა გააჩნდეს.

რატომ ხდება ნივთის ხელახალი გადაფუთვა?

ქარხნულად გამოშვებული ნივთის შესამოწმებლად გახსნის შემდგომ მისი შეფუთვის გამოყენება არ არის რეკომენდირებული (გახსნისას ვიზუალური ან ტექნიკური დაზიანების გამო), ამიტომ შემოწმებული ნივთი თავსდება ახალ შეფუთვაში / ყუთში.

მოქმედებს თუ არა გარანტია?

Factory Refurbished პროდუქციაზე მოქმედებს ისეთივე გარანტია, როგორც ჩვეულებრივ სტანდარტულ პროდუქტზე. რადგან ამ ტიპის პროდუქცია არის ასევე ახალი, უხმარი მდგომარეობა.

Factory-Refurbished
პროდუქტი შემოწმებულია და აკმაყოფილებს
მწარმოებლის მიერ მინიჭებულ ყველა სტანდარტს, როგორც ახალი.

რა ბენეფიტი აქვს ასეთ პროდუქციას?

პირველ რიგში ფასი – როგორც წესი Factory Refurbished პროდუქცია გაცილებით იაფი ღირს ვიდრე სტანდარტული, მოქმედ გაყიდვაში ჩაშვებული პროდუქცია.

რა წუნი შეიძლება ჰქონდეს პროდუქციას?

ტექნიკურადაც და ვიზუალურადაც Factory Refurbished პროდუქტი არის ახალი. აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს და მოთხოვნას რაც მწარმოებელს კონკრეტულ მოდელზე გააჩნია.

შესაძლოა განსხვავებული იყოს შეფუთვა. რადგან გახსნის და შემოწმების შემდეგ ზოგიერთი კომპანია თავს იკავებს ნივთი შეფუთოს ხელახლა ძვირადღირებული, თავდაპირველი შეფუთვით.

თუმცა პროდუქციის შეფუთვა ასევე აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს რაც საჭიროა ნივთის უსაფრთხო შენახვის, ტრანსპორტირების და ინფორმაციის მიღებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.