რჩევები

როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი ტელეფონის დამტენი

დამტენი

დამტენი მოწყობილობა ტელეფონს ენერგიას შიდა წყაროდან გადასცემს და ამით უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან და შეუჩერებელ მუშაობას. როგორც წესი ყველა გაჯეტს მოყვება თავისი საკუთარი დამტენი, თუმცა ექსპლოატაციის პროცესში ჩნდება დამატებითი დამტენის შეძენის საჭიროებაც. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ ავირჩიოთ და რა პარამეტრების მიხედვით შევიძინოთ ის.

როგორ მუშაობს

დამტენების სახეობები
არსებობს დამტენების სხვადასხვა სახეობები:

ტელეფონების დამტენებს აქვთ ერთი USB შესაერთებელი. დამტენი დენის სიმძლავრის მიხედვით იზომება და განისაზღვრება ამპერებით (A). როგორც წესი მობილური ტელეფონების დამტენისთვის ეს პარამეტრი 1 A -ით განისაზღვრება.

სტაციონარული დამტენი

სტაციონარული დამტენი ტელეფონს ელექტროქსელიდან ტენის. ის შეიძლება იყოს ტელეფონს მოყოლილი ან USB დამტენთან მისაერთებელი ადაპტერი. ის ძვირი არ ღირს და არ აქვს ენერგიის რესურსების შეზღუდვა.

ავტომობილის დამტენი

ავტომობილის დამტენი ტენის მანქანის ბორტ ქსელიდან და ერთდება სანთებელაზე. როგორც წესი, ის კაბელის ან ცილინდრის ფორმის ადაპტერის სახით გხვდება. მისი გამოყენება მხოლოდ მანქანაშია შესაძლებელი.

უნივერსალური

ეს არის USB კაბელი, რომელიც ერთი ბოლოთი ერთდება კომპიუტერზე, ნოუთბუქზე, ავტომობილის დამტენზე, მეორეთი კი ტელეფონზე. ის არ ღირს ძვირი. მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემავალი დენის პარამეტრი –  დენის, რომლის საშუალებითაც ვტენით მობილურს. ეს პარამეტრი მოქმედებს დატენვის სიჩქარეზე.

ყველა კვების წყარო ვერ ახდენს დენის სიმძლავრის უზრუნველყობას. მაგალითად პერსონალური კომპიუერის USB პორტს აქვს მხოლოდ 500 mah შემავალი დენი.

უსადენო

ასეთი დამტენი მაგნიტური ინდუქციის პრინციპით მუშაობს და ენერგიას გადასცემს პირდაპირ ტელეფონს, კაბელის მიერთების გარეშე. ის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, რომელზეც ვდებთ სმარტფონს. თვითონ უსადენო პანელი კაბელის მეშვეობით უკავშირდება ქსელს ან სხვა მოწყობილობას USB კაბელის მეშვეობით.

უსადენო დამტენი გამოირჩევა მოხმარების სიმარტივით, უსაფრთხოებით და რთულ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობით. თუმცა მისი მეშვეობით ტელეფონს დიდ ხანს ვერ დატენით, ის საკმაოდ ძვირი ღირს  და თან ყველა სმარტფონზე ვერ გამოიყენებთ.

 Power Bank (აკუმულატორი)
Power Bank (აკუმულატორი)

აკუმულატორი გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული და აქვს ჩვეულებრივ ბატარეაზე მეტი მოცულობა, შესაბამისად მოწყობილობის უფრო ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

სახეობები

ყველაზე ხშირად გვხვდება აკუმულატორის ორი სახეობა:

ლითიუმ-იონური – ყველაზე გავრცელებული აკუმულატორები, რომელთაც აქვთ ხელმისაწვდომი ფასი და ნორმალური ხარისხი.

ლითიუმ-პოლიმერული – ნაკლებად ცხელდება და ნაკლებად იტენება თავისით, აქვთ ნაკლები წონა და დიდ ხანს ძლებენ. ელექტროლიტის მაგიერ ასეთ აკუმულატორებში გამოიყენება პოლმერული მეტალი. თუმცა ის ცუდად მუშაობს მინუს ტემპერატურაზე და ფასიც მაღალი აქვს.

მოცულობა

ეს პარამეტრი აღნიშნავს ენერგიის რაოდენობას, რომელსაც Power bank გასცემს ტელეფონის ბოლომდე დატენვამდე. აკუმულატორის მოცულობა იზომება მილიამპერებში – საათში (mAh)  და როგორც წესი 2000-5000 mAh-ში მერყეობს.

იმისთვის, რომ სწორად აირჩიოთ დამტენი, უნდა იცოდეთ თქვენი სმარტფონის აკუმულატორის მოცულობა. დამტენის მოცულობა მას 20-30%-ით უნდა აღემატებოდეს. მაგალითად თუ ტელეფონის აკუმულატორს აქვს 2000 mAh, დამტენის აკუმულატორის მოცულობა 2500 mAh უნდა იყოს.

Power Bank-ის ფასი დიდ წილად დამოკიდებულია მისი აკუმულატორის მოცულობაზე. რაც უფრო მაღალია მოცულობა, მით მაღალია მოწყობილობის ღირებულება.

 Power Bank (მზის ბატარეა)
Power Bank (მზის ბატარეა)

ეღნიშნული ტიპის Power Bank მის წინამორბედს ჰგავს, თუმცა იკვებება არა დენით, არამედ მზის ენერგიით, მას კი შემდეგ ელექტროენერგიად გარდაქმნის. ასეთი  Power Bank ეკოლოგიურობით გამოირჩევა, გამოყენების ვადა მეტი აქვს და უფრო სანდოა.

მისი დატენვა შეგიძლიათ, როგორც მზით, ისე ელექტროქსელით ან ნოუთბუქით. ის ამინდის პირობების მიმართ მგრძნობიარეა. ცუდ ამინდში ბევრად დიდ ხანს იტენება და დიდ ხანს ტენის. პორტატულ დამტენებს შორის მისი ფასი ყველაზე მაღალია.

მზის პორტატული დამტენები ორი ტიპისაა:

  • აკუმულატორით (მოცულობა 4000-25000 mAh) – აქვს მზის პანელი, აკუმულატორი, გარდამქმნელი და კონტროლერი.
  • აკუმულატორის გარეშე (მოცულობა 3-300 W) – იმავე ელემენტებისგან შედეგება, აკუმულატორის გამოკლებით.

რჩევები:

  • დამტენის ფასი განისაზღვრება არა მხოლოდ მასალის, მოცულობის და ხარისხის, არამედ მწარმოებლის მიხედვითაც. არ ღირს უცნობი მარკის, ძალიან იაფიანი დამტენის შეძენა, რადგან ის შეიძლება არა მხოლოდ მალე გაფუჭდეს, არამედ აკუმულატორიც დააზიანოს.
  • იაფიანი მოდელების მასალა მსუბუქი პლასტმასია, უფრო ძვირიან დამტენს მყარი მეტალის კორპუსი აქვს.
  • დამტენი უნდა იყოს მთლიანი და არ უნდა ჰქონდეს დეფექტები.
  • სრული დატენვის შემდეგ სასურველია დამტენი არ დატოვოთ დენის წყაროში.
  • სჯობს დამტენი დატენოთ მის გამოყენებამდე ცოტა ხნით ადრე.

წყარო: deals.ge

2 thoughts on “როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი ტელეფონის დამტენი

  1. revazi ამბობს:

    ra girs damtenebi571170489

    1. FOX SHOP ამბობს:

      დამტენები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.foxshop.ge/კატეგორია/დამტენი/
      USB კაბელები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.foxshop.ge/კატეგორია/usb-კაბელი/
      ყველა პროდუქტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.foxshop.ge/პროდუქცია/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.